დმანისის მუნიციპალიტეტის მერის, კობა მურადაშვილის ინფორმაციით, სოფელ სამებაში მომხდარ მიწისძვრას ნგრევა არ გამოუწვევია.
“ჯერჯერობით არსად არაფერი მომხდარა, მშვიდობაა, ჩვენი მუნიციპალიტეტი ეპიცენტრი კი იყო, მაგრამ ნგრევა არსად ყოფილა. ამ ეტაპზე სხვა ინფორმაცია არ გვაქვს”, – განუცხადა მურადაშვილმა IPN-ს.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმციით, თბილისის დროით 22:25 საათზე სოფელ სამებასთან 6.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.