მშვიდობიანი პროტესტის უფლების დაცვაში ხელისუფლებას შეუცვლელი ფუნქცია აკისრია – აშშ

მშვიდობიანი პროტესტის უფლების დაცვაში ხელისუფლებას შეუცვლელი ფუნქცია აკისრია – საქართველოში ამერიკის შეერთებული საელჩო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„მშვიდობიანი შეკრებისა და პროტესტის უფლებას ნებისმიერი დემოკრატიისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და საქართველოს ისტორიის განმავლობაში უმთავრესი როლი უთამაშია ქართველების იდენტობისა და თავისუფლების დაცვაში. ხელისუფლებას ამ უფლებების დაცვის შეუცვლელი ფუნქცია აკისრია. სტაბილურობა და კეთილდღეობა, რომელიც ევროპაში ინტეგრაციას მოსდევს, დამოკიდებულია ყველა მოქალაქის ერთობლივ მუშაობაზე ამ საერთო მიზნის მისაღწევად“,-აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.