მშვიდობიან მოსახლეობაზე სარაკეტო თავდასხმა ომის დანაშაულია – ევროკავშირი

მშვიდობიან მოსახლეობაზე სარაკეტო თავდასხმა ომის დანაშაულია – ასე ეხმაურება
ევროკავშირი კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს.

„მშვიდობიანი მოქალაქეების რაკეტების სეტყვის მიზანში ამოღება სიტუაციის შემდგომი ესკალაციაა. ევროკავშირი უმკაცრესად გმობს ამ საზარელ თავდასხმებს მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ეს არის ის, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს და მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღება ომის დანაშაულია“, – განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ.