გარდაიცვალა ქალი, რომელსაც კორონავირუსი ორსულობისას დაუდასტურდა.
ექიმი-რადიოლოგი ნინო ნაცვლიშვილი კლინიკა ახალ სიცოცხლეში მუშაობდა. ის საკეისროთი ბავშვის გაჩენის შემდეგ მალევე რეანიმაციაში გადაიყვანეს, 3 კვირაში კი გარდაიცვალა.
ჩვილის გადარჩენა მოხერხდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.