მთავარი არხის ინფორმაციით, ზუგდიდში, რეპეტიტორის კლასტერთან დაკავშირებულმა პირველკლასელის მშობლებმა, პირველი PCR ანალიზის უარყოფითი პასუხის შემდეგ, სპეციალისტების გაფრთხილება არ გაითვალისწინეს და ბავშვი სკოლაში გაუშვეს. ხუთი დღის შემდეგ ლუგარის ლაბორატორიიდან მოსულმა განმეორებითმა ანალიზმა ბავშვს კორონავირუსი დაადასტურა.
პირველკლასელი ბავშვში ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში დადიოდა, რის შემდეგაც სკოლის ორი პირველი კლასი სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, ხოლო კოვიდინფიცირებული პირველკლასელი და მისი მშობლები თვითიზოოლაციის რეჟიმში არიან.
შეგახსენებთ, დღეის მდგომარეობით სამეგრელოში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი, რეგიონში ინფიცირებულების რაოდენობა კი 159-დე გაიზარდა.
დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა დადასტურდა.