“ფრთხილად იყვნენ! როცა ოპონენტებს ლიეტუველებს ადარებენ” – ასე ეხმაურება, ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას.
- “მჩაგვრელი რეჟიმები ფრთხილად უნდა იყვნენ, როდესაც თავიანთ ოპონენტებს ლიეტუველებს ადარებენ, რადგან ლიეტუველებს აქვთ მსგავს სიტუაციებში გამარჯვების გამოცდილება”, – წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.
გუშინ, 12 იანვარს, რესტორან ”ბაბილოსთან” მიმდინარე საპროტესტო აქციას, პაპუაშვილი ფეისბუქზე გამოეხმაურა : “საჭმელში ჩაფურთხება და ამგვარი ზურგს უკან საქციელი ლიეტუვური სტილია და ყოველთვის, ყველაზე სამარცხვინო ქცევად ითვლებოდა. ფაქტია, რომ ყველაზე არაქართული პროტესტის მომსწრე ვართ, რომელიც ლიეტუვიდან გადმოღებული ამ სამარცხვინო ქცევის იმედადაა”.