“სრულიად გაუგებარია, რომ მას [ნიკა მელიას] არ ესმის, როცა ხარ დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი და გადაწყვეტილებებს იღებ, თუ ვინმე თვლის, რომ შენი გადაწყვეტილებები არათანმიმდევრული, მცდარი, უპასუხისმგებლოა, შეგაფასებენ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ჩვენ, ევროპული საქართველო და მეც, ვაპირებ რომ ამომრჩეველს ყოველთვის ვუთხრა ამის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევში გამოდის, რომ უნდა წავუყრუოთ, რახან კატასტროფული მთავრობა გვყავს? ძაან მაგარი ლოგიკაა.
მცდარი, არათანმიმდევრული და უპასუხისმგებლოა მათი ნაბიჯები მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მელიასი პერსონალურად, მისი განცხადებები საკუთარ თავს ეწინააღმდეგება. ჯერ წლის ბოლომდე ამთავრებდა ამ ხელისუფლებას, მერე ერთი პერიოდი აზრიანი პოზიცია ჰქონდა და თქვა, რომ ასე საკითხის დაყენება, რომ სააკაშვილი ახლა უნდა დავაყენოთ, რომ მოვიგოთ, მცდარია. მერე როგორც ჩანს სხვადასხვა მიზეზის გამო ისევ თქვა, რომ რამდენიმე დღეში გაჩვენებთ ჩვენს შედეგს. ეს მარტო მისი საქმე არ არის. მას თუ ჰგონია, რომ ეს ესე იქნება, მოუწევს შეგუება”
ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ ენმ-ს თავმჯდომარეზე, ნიკა მელიაზე TV პირველის ეთერში.