მცდარი გადაწყვეტილება მიიღეს – ასე ეხმაურება “ევროპული საქართველოს” ახლადარჩეული თავმჯდომარე, გიგა ბოკერია პარტიიდან წასულ პოლიტიკოსებს.
“დავიწყებ უსაიმოვნო ამბით, სამწუხაროა რომ დღეს ჩვენთან ერთად არ არიან აწ უკვე ყოფილი თანაგუნდელები, პარტიის ლიდერები, რომელთან ერთადაც რთული გზა გავიარე. მე მიმაჩნია ეს სამწუხარო და მცდარ გადაწყვეტილებად, ამას არ დავმალავ. ვისურვებდი, რომ ეს ასე არ ყოფილიყო, განსაკუთრებით ასეთ რთულ დროს, მაგრამ პატივი უნდა ვცეთ მათ გადაწყვეტილებას. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა მათ ერთად განვლილი გზისთვის და წარმატება ვუსურვო მომავალ გზაში, თუ რა თქმა უნდა ეს გზა ემთხვევა ჩვენს ღირებულებებსა და ინტერესებს”, – თქვა ბოკერიამ პარტიის ყრილობაზე.