მცდელობაა, მოხდეს პროვოცირება იმის, რაც ჰეროიზმის მანტიით შემოსავს – სარჯველაძე მელიაზე

ქართული ოცნების დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ მელიას ცდილობს ისეთი ღონისძიებების პროვოცირებას, რაც მას “ჰეროიზმის მანტიით” შემოსავს. ა

“აშკარაა მცდელობა, რომ ბატონი ნიკანორ მელიას მხრიდან მოხდეს ერთგვარი პროვოცირება მის მიმართ ისეთი ღონისძიებების განხორციელების, რომელიც, მისი გათვლებით, მას ჰეროიზმის მანტიით შემოსავს. ეს არ არის სწორი გათვლა. მისი გადაწყვეტილების მიხედვით მოხდება შემდეგი გადაწყვეტილებების მიღება როგორც პროკურატურის, ისე პარლამენტის მხრიდან”, — ამბობს სარჯველაძე.

დღეს ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა ეწურება. პროკურატურამ მელია უკვე გააფრთხილა, რომ თუ ის გირაოს არ გადაიხდის, სასამართლოს მიმართავს, რათა აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეეცვალოს. ნიკა მელია აცხადებს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.