არის ერთგვარი კოორდინირებული მცდელობა, საქართველო იყოს ჩართული პირდაპირი ფორმით სამხედრო კონფლიქტში, აქ, საქართველოში. ეს არის კოორდინირებული მცდელობა და უკრაინის ხელისუფლების ეს ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილება, რბილად ვამბობ, არის ამ კოორდინირებული მოქმედების გამოხატულება.
არის მცდელობა, საქართველო პირდაპირ იყოს ჩართული სამხედრო კონფლიქტში. ამას ჩვენ არ დავუშვებთ და ვერ დავუშვებთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
რაც შეეხება საქართველოში კოორდინაციას, არ მინდა, ვინმემ არასწორი ინტერპრეტაცია მისცეს, რომ ნაციონალებს და ზელენსკის შორის არის თითქოს კოორდინაცია. ეს ასე არ არის, მაგრამ საქართველოში ამ კოორდინაციის ნაწილი არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყოველთვის შემჩნეული იყო ღალატში, ეს რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობაა. თქვენ ნახეთ, სანქციები იყო დასახელებული, როგორც მთავარი მიზეზი ელჩის გაწვევის. სანქციები უკრაინასთან დაკავშირებით არ დააწესა მოლდოვამ, თურქეთმა, აზერბაიჯანმა, ისრაელმა – ამ ქვეყნების ჩამონათვალს გავაგრძელებ, არც ერთთან მიმართებით ასეთი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.
მიზეზი არის ერთადერთი, ინტერესი, რომ თურქეთი, მოლდოვა, აზერბაიჯანი ან ისრაელი და ა.შ. ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, არ არსებობს. სანქციები იქაც არ დაწესებულა, მაგრამ არავის არ გაუწვევია იქიდან ელჩი, სამხედრო კონფლიქტში ჩვენ ვერ ჩავერთვებით, პირდაპირი მცდელობა იყო მოხალისეების გაგზავნის ორგანიზების ნაწილში, რომ ჩართული ვყოფილიყავით სამხედრო კონფლიქტში, ეს ვერ იქნა მიღწეული და ამას მოჰყვა შემდეგ ეს ძალიან სამწუხარო ნაბიჯი”
ასე ეხმიანება მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ზელენსკის მიერ ელჩის გაწვევას.