მცდელობაა, შემოიტანოს არეულობა და გაუგებრობა ჩვენს მოსახლეობაში – ტიკარაძე სააკაშვილის განცხადებაზე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის შეფასებით, ვაქცინებთან დაკავშირები მიხეილ სააკაშვილის განცხადება სრული სიცრუე და მოსახლეობის გაუგებრობაში შეყვანის მცდელობაა.

„ეს არის სრული სიცრუე. ეს არის კიდევ ერთი მცდელობა იმისა, რომ შემოიტანოს არეულობა და გაუგებრობა ჩვენს მოსახლეობაში. საქართველოს მთავრობა თანმიმდევრულად მოქმედებს. მალტის ხელისუფლება აცხადებს, რომ თავად არ გააჩნია საკუთარი მოქალაქეებისთვის ვაქცინის საკმარისი რაოდენობა. აქედან გამომდინარე, ჩვენი მხრიდან მათ მიმართ ნებისმიერი მიმართვა ვერ დაკმაყოფილდებოდა. საქართველოს მთავრობა ამასთან დაკავშირებით მუშაობს და დათქმულ თარიღებში აუცილებლად გვექნება ის შეპირებული ვაქცინა, რომელსაც ვაანონსებთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მე–3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ აქვს ინფორმაცია, რომ მალტამ ევროკავშირისგან საჭიროზე 1 მილიონით მეტი ვაქცინა მიიღო და შეუძლია ის ღარიბ ქვეყნებს უსასყიდლოდ გადასცეს. მან საქართველოს მთავრობას მოუწოდა, მიმართონ მალტას და ვაქცინის ნაწილი უსასყიდლოდ მიიღონ.

ამ განცხადებას უპასუხა საქართველოს ელჩმა იტალიაში, კოტე სურგულაძემ და თქვა, რომ მათ  მალტის შესაბამის უწყებებს ვაქცინების საკითხზე კომუნიკაცია 2020 წლის დეკემბრიდან აქვთ, ხოლო სხვა წყაროებიდან გავრცელებული ინფორმაცია სპეკულაციაა