მცდელობა აქვთ, გადახიონ პირველი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები – ჯაფარიძე ხელისუფლებაზე

“მცდელობა აქვთ, გადახიონ პირველი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები “- ასე ეხმაურება “ლელოს” ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე  “ოცნების” თავჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც თქვა, რომ ამ ეტაპზე საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც საარჩევნო სისტემის რეფორმირებას გულისხმობს, არ განიხილება.

“როგორც ჩანს, ყოვლად უმსგავს მცდელობა არის მათ გეგმებში, რომ გადახიონ პირველი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები. ამის გადახედვა იქნება საზოგადოდ დარღვევა ყველა ცივილიზებული ნორმის და საპარლამენტო ცხოვრებაში მიღებული ელემენტარული წესრიგისაც კი”, – აცხადებს ჯაფარიძე.