მცდელობა იყო და იყო მე მგონი დროულიც იყო და აუცილებელიც. ის გამოცდილება რაც მივიღეთ დაახლოებით 30 2ლის მანძილზე დიპლომატიის და რაც მთავარია, მოლაპარაკებების, მეუბნებოდა, რომ არსებობდა დაკვეთა საზოგადოებისგან, რომ “რაღაცა ქენით ყველამ ერთად, მოახერხეთ კონსოლიდაცია” და არსებობდა შანსი და ეს შანსი ძლიერდება საერთოდ, ეს წესია მოლაპარაკებებში, ძლიერდება ბოლოსკენ, როცა უკვე მეტი გასაქანი აღარ გაქვს, ამიტომ ეს მცდელობა იყო საჭირო, მცდელობა ნიშნავს, რომ გარანტირებული არასოდეს არ არის, უნდა რაღაც რისკი აიღო, რისკი ავიღე, არ გამოვიდა…
აქ არ მოვსულვარ საჭორაოდ, რომ ვისი ბრალი იყო ჩაშლა- ალბათ, ყველასი და არავისი, ამავე დროს. უფრო იყო ბრალი მოცემულობის, იმ წარსულის, რომელიც მძიმედ აწვება ამ ქვეყანაში ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს და მომავალიც, რადგან ყოველთვის არის შიში, რომ “აი, მე როგორ დავიცვა ჩემი იდენტობა, ჩემი მომავალი”. ეს არის ის მოცემულობა, რომელიც ხელშემშლელი არის და იქნება ალბათ, იმიტომ, რომ არ გამოსულვართ ამ მოცემულობიდან.
მაგრამ ორი მთავარი დამნაშავეა ერთის მხრივ, პოლიტიკური კულტურა, რომელიც ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, კომპრომისების ძებნის კულტურა, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არის მიჩნეული სისუსტედ. [თითქოს] თუ დათმობ და რამდენსაც დათმობ და ვინც უფრო დათმობ, ის უფრო სუსტია. ნათელია, რომ წინასაარჩევნი პერიოდში ეს მძიმე დასაძლევია.
მეორე დამნაშავეა ის, რაც ჩვენ გვჭამს ყველას – უნდობლობა და ეჭვი, რომელიც გამძაფრებულია ყველანაირი კონსპირაციული თეორიებით. ეს ყველას ეხება, მეც მეხება, ყველაზე მოქმედებს, ამდენად ძალიან ძნელია გათავისუფლდე ამ ყველაფრისგან და ეს გარემო ძალიან აფერხებს ყველანაირ ძებნას იმ აუცილებელი შეთანხმების, იმ აუცილებელი დათმობების, რომელიც ქმნის საბოლოოდ მოლაპარაკებაზე შედეგს.
არ შედგა. არ შედგა და ჩვენ ვართ იმ მომენტში, როცა უნდა ვიყუროთ წინ და დავინახოთ, რომ რაც არ შედგა, ეს ფაქტია, მაგრამ მოიტანა პროცესმა თავისი შედეგი, ეს უნდა დავინახოთ, თავისი პოზიტივი. ერთი ის, რომ განწყობები შეიცვალა ამ პარტიებს შორის, ის, რაც გუშინ იყო ძალიან რთული, ნელ-ნელა მოლბა და სამომავლო აუცილებელი თანამშრომლობა უკვე ბევრად ადვილი არის და იქნება, ანუ ახალი პერსპექტივა იქმნება, რომელიც გვაძლევს სურათს, რომ ცალ-ცალკე გადიან ეს პარტიები, მაგრამ უკვე ძალიან ნათლად ჩანს, რომ მიზანია ერთი – ამ დილით ხელმოწერილი იქნა მეოთხე პარტიისგან ამ ქარტიაზე და ეს არის ის, რაც ყველაზე უფრო აერთიანებს ამ ოთხივე პარტიას. სხვა გამაერთიანებელი არ არსებობს, ეს არის ცემენტი და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ის შეგნება, რომელიც არის ცემენტი, ძლიერდება და ძლიერდება გარედანაც.
ძალიან დასაფასებელია, რომ ის პარტიები, რომლებიც არსებობენ და არიან შედარებით ნაკლები წონის პარტიები, დრეს ყოველ შემთხვევაში ამ ძალიან რთულ საარჩევნო გარემოში, იმათ გამოიჩინეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, იმით, რომ მოვიდნენ, ქარტიაზე ხელი მოაწერეს, მაგრამ არ გადიან, არ მონაწილეობენ არჩევნებში, რადგან მიხვდნენ, რა იყო ის მახე, რაც მომზადებულია ხელისუფლების მიერ, რომ თუ 1%-ზე მეტი მიიღე, მაგრამ 5%-ზე ნაკლები, ეს ხმები ნაწილდება და გადადის იმ შესაძლო პირველ პარტიაზე, რომელიც დღევანდელი მოცემულობით, ჯერ კიდევ შეიძლება ოცნება იყოს.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საგანგებო ბრიფინგზე.