მცირე უპირატესობა მაქვს, სენაკში აუცილებლად შედგება მეორე ტური – ნაყოფია

სენაკის მერობის კანდიდატი კობა ნაყოფია ამბობს, რომ სენაკში 43 უბნიდან 21 უბანი დათვლილია და ის მცირე უპირატესობით ლიდერობს. მისი თქმით, ქალაქში მეორე ტური იქნება.

“არანაირ პირველ ტურში აქ ქართული ოცნება არ იმარჯვებს, ეს უკვე ცხადია. უფრო მეტსაც გეტყვით, ჩვენ უკვე 43-დან 21 უბნის მონაცემები გვაქვს, ჯერჯერობით, ამ 21 უბანში მე გამაჩნია, მცირე, მაგრამ უპირატესობა. ეს უპირატესობა მაძლევს საფუძველს განვაცხადო, რომ არანაირი პირველი ტურით აქ ვერავინ იმარჯვებს, აუცილებლად შედგება მეორე ტური, სადაც დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს ოპოზიციის კანდიდატი”,- ამბობს ნაყოფია მთავარი არხის ეთერში.

მისივე თქმით, პროპორციულ ნაწილში მმართველი პარტია 43%-ს ვერ იღებს.