“მცხეთაში უნდა წავიდეთ ვაქცინაციისთვის თუ მანამდე პარლამენტში არ აგვცრეს “- ამის შესახებ პარტია გირჩის ერთი-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ვაქცინაცია პანდემიის გამო შემქნილი კრიზისის ერთადერთი დასასრულია.
“17 მაისს მაქვს ვაქცინა, მეუღლემ ჩამწერა, მცხეთაში უნდა წავიდეთ ვაქცინაციისთვის თუ მანამდე პარლამენტში არ აგვცრეს.ნებისმიერ შემთხვევში, ვაქცინაცია, ამ კრიზისის დასასრულებლად მეჩვენება ერთადერთ გამოსავლად. ნებისმიერ შემთხვევაში, ვაქცინაცია სწორია. ყველაფერი დანარჩენი, რაც შეეხება ქუჩების მორეცხვას, კარანტინს და ა.შ. მაგაზე სრულიად განსხვავებული წარმოდგენა მაქვს”, – განაცხადა მეგრელიშვილმა პალიტრანიუსის ეთერში.