ზუგდიდში, ბანკის შენობაში მყოფი ერთერთი მძევლის, ირაკლი კვარაცხელიას განცხადებით, შსს–ს წარმომადგენელმა მოთხოვნილი თანხა თავდამსხმელს მიუტანა, რის შემდეგაც მან შენობა 3 მძევალთან ერთად დატოვა.
“სამი კაცის გარდა ყველანი გამოგვიშვეს. პოლიციის წარმომადგენელმა ფული მოიტანა და მძარცველთან ერთად დატოვებენ შენობას რამდენიმე წუთში. უღრმესი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის”,– წერს კვარაცხელია ფეისბუქზე.
ჯერჯერობით უცნობია, დაკავებულია თუ არა თავდამსხმელი. შსს–ს ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.