“მძიმედ დაუჯდება მთავარ არხს” – პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე “მთავარ არხს” მარეგულირებლის შემდეგ სასამართლოში ჩივილითაც ემუქრება.
“კანონით მოეთხოვება ნებისმიერ მაუწყებელს რომ მან გამოუყოს უფასო საეთერო დრო პოლიტიკურ პარტიებს. ამ მაუწყებელმა ეს საეთერო დრო არ გამოყო და ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ რომ შეგვეტანა ეს საჩივარი მარეგულირებელში და არ გამოვრიცხავთ ასევე სასამართლოში სარჩელის შეტანას. ძალიან მძიმედ დაუჯდება ეს კანონდარღვევა მთავარ არხს” – ამბობს კობახიძე
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ და “ქართულმა ოცნებამ” კახა ბექაურის კომუნიკაციების კომისიაში, კონსტიტუციური უფლების – პროტესტის გამოყენების გამო უჩივლა.