დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარში მძიმე ბრძოლები გრძელდება, რუსეთის ფედერაციამ კვლავ შეცვალა თავისი ქვედანაყოფები.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა Telegram-ზე დაწერა, რომ მტერმა „გაზარდა ვაგნერელთა რაოდენობა“. სოლედარში მძიმე ბრძოლები გრძელდება. განცდილი დანაკარგების შემდეგ, მტერმა კიდევ ერთხელ შეცვალა თავისი ქვედანაყოფები… ცდილობდა გაერღვია ჩვენი თავდაცვა და მთლიანად დაეპყრო ქალაქი, მაგრამ არ გამოუვიდა“, – განაცხადა მან.
ბრძოლა დონეცკის რეგიონში – დღეს ეს უნდა იცოდეთ
რუსები ერთ თვეზე მეტია ცდილობდნენ ბახმუტისა და სოლედარის აღებას. ანა მალიარმა თქვა, რომ უკრაინელი მებრძოლები გაბედულად იცავენ სოლედარს და ქალაქისთვის ბრძოლების დროს მტერი დიდ დანაკარგს ანიცდის.
მისი თქმით, უკრაინის პოზიციებთან მისადგომები უბრალოდ დამპყრობლების გვამებითაა სავსე.
დღეს, 11 იანვარს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უარყვეს “ვაგნერელების” განცხადებები ქალაქ სოლედარზე კონტროლის დამყარებასთან დაკავშირებით.