“მძიმე სენის, განსაცდელის მიზეზი ხშირად ჩვენი ცოდვები, არასწორი ცხოვრებაა”- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში ბრძანა.
“უფალმა ინებოს, რომ დავძლიოთ ეს მძიმე, განსაცდელი, რომელიც დღეს გვაქვს პანდემიის სახით, რომელიც გვაქვს დღეს ჩვენ ერსა და მთელ მსოფლიოს და წმინდა ნიკოლოზი, როგორც სწრაფლშემწე შეგვეწიოს და დავძლიოთ, არამარტო სენი, არამედ ეს გამომწვევი მიზეზები. ჩვენ ხომ უნდა ვიფიქროთ, რა არის მიზეზი ამა თუ იმ განსაცდელის, რომ ხშირად ეს არის ჩვენი არასწორი ცხოვრება, ჩვენი ცოდვები, ჩვენი დაშორება ღმერთთან და განსაცდელის მეშვეობით უფალი გვასწავლის, როგორც მის შვილებს მამა ასწავლის, რომ გამოსწორდნენ, მოინანიონ და დაბრუნდნენ თავის წიაღში”, – თქვა მეუფე შიომ.