მძიმე სიტუაციაა, ჩვენი მოქალაქეების დაჯარიმება არ გვიხარია – გომელაური

“არც ჩვენ და არც ერთ რიგით პოლიციელს ჩვენი მოქალაქეების დაჯარიმება არ გვიხარია,- ასე ეხმიანება შსს მინისტრი ვახტანგ გომელაური ათასობით ადამიანის დაჯარიმებას.

მისი თქმით, 21:00 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვის დარღვევისთვის ქვეყნის მასშტაბით ყოველდღიურად 100-მდე ადამიანი ჯარიმდება.

„მესმის, რომ მძიმე სიტუაციაა, თუმცა გვიწევს ხოლმე დაჯარიმება. ყოველდღიურად 100 ადამიანი ჯარიმდება საღამოს 21:00 საათის შემდეგ რეგულაციის დარღვევისთვის და პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის დაახლოებით 1 000 ადამიანამდე, საქართველოს მაშტაბით“,-თქვა გომელაურმა.

შსს–მ ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის კი 111 პირი დაჯარიმდა, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა 930 ფიზიკური პირი.