“მიუხედავად იმ მძიმე ფონისა, მათ შორის, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებში, როგორიც არის თურქეთი, უკრაინა, რუსეთი და ა.შ. ჩვენ შევძელით სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის გატარების შედეგად ჯიდიპისთან მიმართებით საგარეო ვალი შემცირებულია 61%-დან 52%-მდე. დეფიციტური ხარჯვა, რომელიც იყო ერთ-ერთი მასულმდგმულებელი იმ ინფლაციისა, რომელიც სამწუხაროდ ძალიან მაღალი გვაქვს, შემცირებულია 9.6%-დან 4.2%-მდე. მნიშვნელოვანია, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ჩვენ დაგეგმილი გვაქვს 65 მილიარდ ლარამდე. ეს ყველაფერი მაძლევს საფუძველს, ვთქვა, რომ ეკონომიკა გამოდის სტაგნაციიდან”
ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.