მძიმე შემთხვევაა, სრული ინფორმაცია არ გვაქვს, ნანგრევებში ადამიანები რჩებიან – რიჟვაძე

“მძიმე შემთხვევაა, სრული ინფორმაცია არ გვაქვს, ნანგრევებში ადამიანები რჩებიან “. –ამის შესახებ, აჭარის ა ვტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. მისი თქმით სამაშველო ღონისძიებებში დამატებითი ძალების მობილიზება ხდება და ჩართულია შესაბამისი უწყებები.

“მძიმე შემთხვევაა. ყველაფერი გაკეთდება, რომ ნანგრევებში დარჩენილი ადამიანები გადარჩნენ. სრული ინფორმაცია არ გვაქვს, მიმდინარეობს მუშაობა”. – ამბობს თორნიკე რიჟვაძე.