“მძულს იდეა, რომ ჩემი ქვეყანა იყოს ოკუპირებული “- პეტრო პორონშენკო უკრაინის არმიას შეუერთდა

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო უკრაინის სამხედრო არმიას შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაციას, Caucasus War Report-ი ავრცელებს. პოროშენკომ განაცხადა, რომ მზად არის, საკუთარი ქვეყნისთვის თავი გასწიროს.

“მძულს იდეა, რომ ჩემი ქვეყანა იყოს ოკუპირებული და ვფიქრობ, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავიცვათ ქვეყანა, დავიცვათ ქვეყანა რუსი აგრესორისგან”. – თქვა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა.