მწერალი გურამ დოჩანაშვილი “ნიუ ჰოსპიტალის“ რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა. მწერალი აქ გუშინ, მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა.
თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერალი, გურამ დოჩანაშვილი 1939 წლის 26 მარტს ქ. თბილისში დაიბადა. 1962 წელს დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი. გურამ დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები 1961 წელს დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“. მწერალი არის ლიტერატურული პრემია – “საბას” ლაურეატი ნომინაციაში – “ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. 2020 წლის 3 ოქტომბერს დაჯილდოვდა თბილისის საპატიო მოქალაქის სტატუსით.