საკოორდინაციო საბჭომ ე.წ. მწვანე პასპორტის შემოღების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
“პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება მწვანე პასპორტის კონცეფცია – პირს მწვანე საშვი ექნება, თუ ის აცრილია ორჯერ, ჩატარებული აქვს 72-საათიანი PCR ტესტი, 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. მწვანე პასპორტის მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის და ტურისტებისთვის. პირველი დეკემბრიდან მწვანე პასპორტის მქონეები შეძლებენ სხვადასხვა ობიექტებში შესვლას, მათ შორის, კვების ობიექტებში, გასართობ ცენტრებში, კინოთეატრებში, ოპერში, მუზეუმები, სპორტდარბაზებში და ა.შ.”– თქვა პრემიერმა.
მისივე განცხადებით, 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს ყველა პენსიონერი, ვინც აცრას პირველ იანვრამდე ჩაიტარებს. დანამატი გაიცემა პირველი აცრის გაკეთების შემდეგ.