ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საკოორდინაციო საბჭომ განიხილა ე.წ. მწვანე პასპორტების შემოღების საკითხი, თუმცა დღეს გადაწყვეტილება არ მიუღია.
მისი თქმით, ამაზე გაგრძელდება კონსულტაციები და გარკვეული საკითხები დაზუსტდება.
“საბჭომ განიხილა წინადადებები, რაც წარმოადგინა ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მწვანე საშვის გამოყენების წესთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით კონსულტაციები გაგრძელდება და დამატებით ჩაინიშნება სხდომა იმისთვის, რომ მიღებულ იქნეს საბოლოო გადაწყვეტილება”,– აცხადებს გაბუნია ბრიფინგზე.
ის ასევე აღნიშნავს, რომ სანამ მწვანე საშვი დაინერგება, მნიშვნელოვანია, ყველა პირობა შეიქმნას, რომ არ მოხდეს სერტიფიკატის გაყალბება და წესის დარღვევა.
გაბუნია ფიქრობს, რომ ბიზნესმაც მზადყოფნა უნდა გამოხატოს, რომ ყველა მომხმარებელი, რომელიც მასთან მივა მწვანე საშვის გარეშე, ობიექტში ვერ მოხვდება.