საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის” მფლობელი, ბიზნესმენი ილია კოკაია დაიღუპა. ის სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში, მწვერვალ “დედაენის” დალაშქვრისას დაშავდა, სამაშველო სამსახურმა კი მისი გადარჩენა ვერ შეძლო.
გავრცელებული ცნობით, კოკაიას ფეხი დაუცურდა და თავი ძლიერად დაარტყა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა.
საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი” ილია კოკაიამ 2004 წელს შექმნა. 4 წელში, 2008 წელს “ზესტაფონმა” საქართველოს თასი მოიპოვა. 2010-2011 და 2011-2012 წლების სეზონებში კი გუნდი საქართველოს ჩემპიონი და საქართველოს სუპერთასის მფლობელი გახდა.