მხარეები ნუღარ შეჰყურებენ ბრიუსელს, ჩვენ ჩვენი ვცადეთ – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი პეტრას ავსტრევიჩუსი ამბობს, რომ ევროკავშირი “ტაიმაუტს” იღებს და ახლა დააკვირდება მხარეებს. მისი თქმით, ბრიუსელმა თავისი ძალ–ღონე იხმარა, ახლა კი ბურთი პარტიების მხარესაა.

“ვფიქრობ, რომ ევროკავშირმა კარგი ძალღონე იხმარა, რომ გამოაგზავნა მედიატორი, შექმნა მოლაპარაკების პლატფორმა, მაგრამ ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ ვნახეთ ადეკვატური და პროპორციული პასუხი მხარეებისგან. სიტუაცია არ გვაძლევს საშუალებას გაგრძელების შესაძლებლობას. ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციამ აიღონ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა, ბრიუსელს ნუღარ შეჰყურებენ, თბილისის უყურონ და თბილისს მიხედონ.

მათ უნდა მიაღწიონ შეთანხმებას, ბრიუსელმა თავისი ძალ–ღონე იხმარა, ხელახლა დაიწყო დიალოგი, ახლა ბურთი გახლავთ ქართულ მოედანზე. ეს არ არის კარგი სიახლე. პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გამძაფრდა. ჩვენ ჩვენი ვცადეთ, ეს არ არის ჩვენი შეცდომა და მარცხი. შეეცადეთ, თქვენით მოძებნოთ სასწაულმოქმედი ჯოხი, ჩვენ არ გვაქვს. “,– ამბობს ევროპარლამენტარი ტვ პირველის ეთერში. (სინქრონული თარგმანი).

მანვე აღნიშნა, რომ არამგონია, დანიელსონი იმ სიტუაციაში დაბრუნდეს, როგორშიც ის აღმოჩნდა.