უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაცია, კოდური სახელწოდებით „ობობის ქსელი“, აუცილებელი იყო უსაფრთხოების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და მოსახლეობაზე რუსეთის მხრიდან მუდმივი თავდასხმების ფონზე, ეს, შესაძლოა, განმეორდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.
„ჩვენ უკვე ორი თვეა ვთავაზობთ სრულ ცეცხლის შეწყვეტას და რუსები კვლავ არ თანხმდებიან. ისინი ყოველ ღამე, ყოველდღე აგრძელებენ უკრაინაზე თავდასხმას, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მუდმივი სარაკეტო და დრონებით თავდასხმები ხორციელდება. ამიტომ, ჩვენ არჩევანი არ გვაქვს – უნდა გავანადგუროთ მათი სამხედრო პოტენციალი და არ მივცეთ მათ ამის გაკეთების შესაძლებლობა.[….] ეს მხოლოდ ეპიზოდი არ არის, ეს შეიძლება ისევ განმეორდეს. ვაგრძელებთ მუშაობას. შედეგებს უკვე ხედავთ შავ ზღვაში და ჩვენ ვასუფთავებთ ჩვენს საჰაერო სივრცეს რუსული ბომბდამშენებისგან“, – აღნიშნა შმიგალმა.