ორშაბათი, 23 დეკემბერი , 2024, 14:12

მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც პოზა დავიჭიროთ, ქვეყნის დაზიანებას არ ვაპირებთ – მდინარაძე სანქციების დაწესებაზე

“საქართველოს მყარი პოზიციაა, რომ არცერთი სანქცირებული ბორტი საქართველოში არ დაჯდება, საქართველოს მყარი პოზიციაა, რომ პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს ამ ქვეყნიდან უკრაინას და ეს ყველაფერი ერთმანეთს ხელს არ უშლის. სანქციებს საქართველო არ უწესებს და ვერ უწესებს რუსეთს, იმიტომ რომ ეს საქართველოს უფრო დააზიანებს ვიდრე რუსეთს და მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც პოზა დავიჭიროთ, ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის დაზიანებას ნამდვილად არ ვაპირებთ და ამისთვის მე არ მგონია, რომ საქართველოს დასჯა ვინმემ უნდა მოინდომოს”.

განაცხადა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებასთან დაკავშირებით