მხოლოდ კერძო ავტომობილების მფლობელების მერი ვერ ვიქნები – კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ ის მხოლოდ კერძო ავტომობილების მფლობელების მერი ვერ იქნება, ის ყველას მერი უნდა იყოს, მათ შორის იმისიც, ვინც ტროტუარებს უფრო ხშირად იყენებს, ამის შესახებ მან თბილისის ავტობუსის სატრანზიტო დერეფნების პრეზენტაციაზე განაცხადა.

“მეც ყოველდღიურად კერძო მანქანით ვმოძრაობ, მეც საცობში მიწევს დგომა, მაგრამ მხოლოდ კერძო ავტომობილების მფლობელების მერი ვერ ვიქნები. მე ვარ მერი ბებიებისა და ბაბუებისა, რომლებიც გადასაადგილებლად ტროტუარს იყენებენ. მე ვარ მერი იმ ახალგაზრდებისა, რომლებიც ყოველდღიურად ელექტროსკუტერით, ველოსიპედით მოძრაობენ. მე იმ მშობლების მერი ვარ, სამსახურიდან დაბრუნებულებს სურვილი აქვთ, შვილები ეტლით გაასეირნონ”, – განაცხადა კალაძემ.