“მოლაპარაკებებიდან მოსმენილ სიგნალებს შეიძლება, დადებითი ვუწოდოთ, მაგრამ ეს სიგნალები არ ახშობს რუსული ჭურვების ხმას. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა რისკს ვხედავთ. რა თქმა უნდა, ვერ ვხედავთ მიზეზს, რომ ვენდოთ იმ სახელმწიფოს ზოგიერთი წარმომადგენლის სიტყვებს, რომელიც აგრძელებს ჩვენი განადგურებისთვის ბრძოლას.
უკრაინელები გულუბრყვილოები არ არიან. 34-დღიანი შემოჭრისა და დონბასში ომის ბოლო 8 წლის განმავლობაში უკრაინელებმა ისწავლეს, მხოლოდ კონკრეტული შედეგის ნდობა შეიძლება”
თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.