მხოლოდ ნოემბერში, რუსეთმა 17 000 ჯარისკაცი დაკარგა – ამ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
“ნოემბერში 16 970 რაშისტი ჯარისკაცი განადგურდა. ეს არის ყველაზე დიდი დანაკარგი მთელ ომში!” – ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების და თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთმა ნოემბერში შემდეგი შეიარაღება დაკარგა:
- ტანკები – 217;
- ჯავშანმანქანები – 76;
- საარტილერიო სისტემები – 74;
- ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები – 12;
- საჰაერო თავდაცვის სისტემები – 13;
- თვითმფრინავები – 4;
- ვერტმფრენები – 4;
- უპილოტო საფრენი აპარატები – 147;
- ფრთოსანი რაკეტები – 134;
- მსუბუქი და სატვირთო მანქანები – 298;
- სპეციალური აღჭურვილობა – 9.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 1 დეკემბრის ჩათვლით უკრაინაში 89 440 ჯარისკაცი დაიღუპა.








![თუ “ქართული ოცნება” პრობლემებს არ აღმოფხვრის, [ვიზების] შეჩერება შესაძლოა მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს – ლეიენი](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/02/4e230633-3af4-4a2f-bfc7-8a9d2964778c-218x150.jpg)




