“სახელმწიფოს ჰქონდა სრული რესურსი იმისთვის, რომ პროცესი გაეგრძელებინა. ჩვენ შეგვეძლო ამ კანონის მიღება, ჩვენ ზუსტად მაშინ გამოვიხმეთ ეს კანონპროექტი, როცა სახელმწიფომ თავისი რესურსი აჩვენა. თქვენ ნახეთ, რომ მინიმალური, ასე ვთქვათ, ზომების მიღებით, პროპორციული ძალის გამოყენებით, მხოლოდ წყლის ჭავლი, სპრეი და შესაბამისი გაზი იყო გამოყენებული, არავითარი უხეში ძალა მომიტინგეების წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მეორე მხრიდან იყო ძალიან უხეში ძალადობა, სრულიად არაევროპული ძალადობა. სახელმწიფო თავის რესურსს აჩვენებდა და ზუსტად იმ მომენტში გამოიხმო კანონპროექტი ხელისუფლებამ, როცა ყველას აჩვენა, რომ პროცესების მართვის შესაძლებლობა ჰქონდა. მიზეზი იყო ერთადერთი – არსებობდა მძიმე პროვოკაციების მოწყობის რისკი მეორე მხრიდან”,

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ იმედის ეთერში.