სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2020 წლის ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2019 წლის ბოლოსთვის, გეგმიური სტაციონარული მომსახურება სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ესაჭიროებოდა 585 პატიმარს. უწყების ცნობით, 2020 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ყველა პატიმარმა მიიღო სტაციონარული სამედიცინო მომსახურება და ე.წ. რეფერალის რიგი განულდა.
პენიტენციურის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 585 პატიმრიდან 500-ის შემთხვევაში რიგში ყოფნის 4-თვიანი ვადა დარღვეული იყო, ხოლო ათეულობით მათგანი რიგში 2016-2017 წლებიდან იმყოფებოდა.
იუსტიციის სამინისტრო და ხელისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე უარს ამბობს. იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროების მტკიცებით, გლდანის ციხის საავადმყოფო სრულად შეესაბამება კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, N18 ციხის საავადმყოფო არ შეესაბამება კონსოლიუმის გაცემულ რეკომენდაციების, შესაბამისად, სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ ალტერნატიულ დაწესებულებაში. ომბუდსმენის ცნობით, ამ დაწესებულებაში ასევე არსებობს სააკაშვილის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები.
N18 ციხის საავადმყოფოში სააკაშვილის გადაყვანის წინააღმდეგი არიან ექსპრეზიდენტის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე და ადვოკატები.