მჯერა, ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, რომ დაახლოებით ხუთ წელიწადში ეს ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს და გავხადოთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ერთადერთი, რაც ამ წუთას ბარიერად ეღობება ამას, არის რუსული რეჟიმი, რომელიც დღეს მართავს ამ ქვეყანას, ამიტომ, 26 ოქტომბერს ამ რეჟიმის შეცვლა არის პრინციპული საკითხი, ისტორიული ამოცანა და ამის მიღწევისთვის, არის სამი რაღაც გასაკეთებელი.
1. მაქსიმალური მობილიზაცია საქართველოს მოქალაქეების, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, საარჩევნო ყუთებთან.
2. ხმების დაცვა, მას შემდეგ, რაც ხალხი მოვა საარჩევნო ყუთებთან.
3. ისეთი კონფიგურაცია ოპოზიციურ ფლანგზე, რომელიც არ მისცემს საშუალებას რუსულ რეჟიმს, რომ კრიტიკულად განყობილი ხმები წაიღოს თავის ყულაბაში.
მე მჯერა, რომ საბოლოო ჯამში, ოპოზიციურ ფლანგზე ძალების კონსოლიდაცია ეხმიანება ამ სამივე ამოცანას და ამ ამოცანებს შევასრულებთ, ჩვენ ოქტომბერში გავიმარჯვებთ, მჯერა ამის და ამის შემდეგ, ხუთ წელიწადში დავძლევთ ისეთ რაღაცას, რაც ვერ დაძლია ბევრმა თაობამ ამ ქვეყანაში.
მე მჯერა, რომ ეს არის არამხოლოდ ჩვენი პასუხისმგებლობა, არამედ პრივილეგიაც იმ თაობის, რომელიც დღეს ცხოვრობს ამ ქვეყანაში და რომელსაც შეუძლია, აასრულოს მართლა ისტორიული ოცნება ყველა წინა თაობების. ამიტომ გავერთიანდით ჩვენ დღეს.