მჯერა, პოლიცია შეძლებს წესრიგის უზრუნველყოფას, მშვიდად ვარ – ხვიჩია პრაიდზე

პარტია “გირჩის” ერთ–ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას თქმით, საქართველოსთვის საზიანო იქნება, თუ პრაიდის კვირეული არ ჩატარდება.

მისივე განცხადებით, სჯერა, რომ პოლიცია წესრიგის უზრუნველყოფას შეძლებს.

“მე არ ვარ ადრესატი კითხვაზე – უნდა ჩატარდეს თუ არა პრაიდი ან მოდის კვირეული საქართველოში. რაც შეეხება დანარჩენ ნაწილს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მე სრულად ვუერთდები და ვიზიარებ ევროპელი პარტნიორების შეფასებას ამ თვალსაზრისით. კითხვები იმდენ რამეზე ჩნდება ჩვენს ქვეყანაში, მაგის გამო ჩვენ რომ რამე არ ჩავატაროთ, ან რაღაცაზე უარი ვთქვათ, ჩემი აზრით, ძალიან საზიანო იქნება ამ ქვეყნის განვითარებისთვის. მე მჯერა, რომ პოლიცია შეძლებს წესრიგის უზრუნველყოფას, შესაბამისად, მშვიდად ვარ ამ მიმართულებით”,– ამბობს ხვიჩია “ფორმულას” ცნობით.