“ნაბიჯს ვდგამთ იმ ინიციატივებისა და იდეებისკენ, რომელიც პრეზიდენტმაც გააჟღერა”- განაცხადა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ პრეზიდენტის სასახლეში შესვლამდე რითიც, წინასაახალწლო მიღებას გამოეხმაურა.
„ჩვენ მივიღეთ მოწვევა ამ შეხვედრაზე. მადლობელი ვარ მოწვევისთვის. სამწუხაროდ, ამ მომენტში ვერანაირ წინაპირობას ვერ ვხედავ, რომ რეალურ პროცესთან გვქონდეს საქმე. სრულიად საპირისპირო მიმართულებით დგამს ნაბიჯებს ის, ვისაც ძალაუფლება აქვს – ივანიშვილი და მისი გარემოცვა. თუ ეს სიმულაციაა, არ გვაქვს რაიმე სახის სიმულაციაში მონაწილეობის სურვილი. თუ ვცდები, მხოლოდ მოხარული ვიქნებით. ამას ნაბიჯები აჩვენებს, რომელიც გადადგმული იქნება. მხოლოდ ამის შემდეგ ექნება აზრი რაიმე არსებით დისკუსიას, პრინციპულად კი არ ვეწინააღმდეგებით, სიმულაციის პრინციპული წინააღმდეგები ვართ”, – განაცხადა ბოკერიამ.