ნავალნის გარდაცვალების შედეგები რუსეთისთვის დამანგრეველი იქნება – ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ამბობს, რომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალება რუსეთისთვის დამანგრეველი შედეგების მომტანი იქნება.

მისივე განცხადებით, ამ საკითხს დიდი მნიშვნელობა აქვს.

“როგორ ფიქრობთ, რა ხდება, როდესაც ის ამბობს, რომ არ ხდება ნავალნისთვის ზიანის მიყენება და შემდეგ კი იგი ციხეში გარდაიცვალა? მე მივუთითე, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საკითხს, როდესაც ქვეყანა ამას აკეთებს – და მათ მკითხეს, თუ რატომ მიმაჩნდა მნიშვნელოვნად სირიის პრეზიდენტთან პრობლემების ქონა – და მე ვამბობ – ეს არის საერთაშორისო ნორმების დარღვევა და მას ქიმიური იარაღის ხელშეკრულება ჰქვია. ეს ეხება მათ შესაძლებლობას, გავლენა მოახდინონ სხვა ერებზე პოზიტიურად. ”- დაამატა ბაიდენმა.