ალექსეი ნავალნის ექიმი, იაროსლავ აშიხმინი ამბობს, რომ ციხეში რუსი ოპოზიციონერის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის შეიძლება ნებისმიერ დროს მოკვდეს.
“პაციენტი ნებისმიერ მომენტში შეიძლება გარდაიცვალოს. სისხლში კალიუმის დონე 7.1 მმოლ/ლ-ია და ეს ძალიან ბევრია. კრეატინის დონე 50%-ზე მეტით არის გაზრდილი, შარდმჟავა მეტია 800 მმოლ/ლ-ზე, ეს შეიძლება თირკმლის პროგრესირებად უკმარისობაზე მიანიშნებდეს. პაციენტს კალიუმის ასეთი დონით უნდა აკვირდებოდნენ რეანიმაციაში, რადგან ფატალური არითმია შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ მომენტში. სიკვდილი გულის გაჩერებით”. – აცხადებს ის.
ცნობისთვის, რუს ოპოზიციონერს, ალექსეი ნავალნის მოსკოვის სასამართლომ 3.5 წლით პატიმრობა 2 თებერვალს მიუსაჯა.
ალექსეი ნავალნი რუსეთში 17 იანვარს გერმანიიდან დაბრუნდა. ის შერემეტიევოს აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ დააკავეს.
ნავალნი ბერლინში მოწამვლის შემდეგ სამკურნალოდ გადაიყვანეს.