კორუფციასთან ბრძოლის ფონდის თავმჯდომარის, მარია პევჩიხის განცხადებით, რუსეთი აპირებდა, რომ ალექსეი ნავალნი გერმანიის პატიმრობაში მყოფ ვადიმ კრასიკოვში გაეცვალა. თუმცა, პევჩიხის თქმით, ვლადიმირ პუტინს არ სურდა, რომ ნავალნი გაეთავისუფლებინათ და ის მოლაპარაკებების ბოლო სტადიაზე მოკლა.
კრასიკოვი გერმანიის ციხეშია და 2019 წელს ბერლინის პარკში საქართველოს მოქალაქის, დისიდენტის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.
პევჩიხმა აღნიშნა, რომ გაცვლაზე მოლაპარაკებები საბოლოო ეტაპზე იყო და ნავალნისთან ერთად უნდა გაეცვალათ ამერიკის ორი მოქალაქე, მათ შორის ერთი შეიძლება იყოს Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი. მისი თქმით ვლადიმერ პუტინამდე ნავალნის კრასიკოვში გაცვლის წინადადება ოლიგარქმა რომან აბრამოვიჩმა მიიტანა.
- “ამ ამბავს გიყვებით, რათა გქონდეთ პასუხი კითხვაზე, რატომ მოკლეს ნავალნი ახლა. პუტინს ცხადად უთხრეს: კრასიკოვის მიღების ერთადერთი გზა მისი ნავალნიში გაცვლაა. “აჰ, თუ ასეა” – იფიქრა პუტინმა – ნავალნის თავისუფლების ხილვას მე ვერ ავიტან და თუ პრინციპულად მზად არიან კრასიკოვის გაცვლაზე, მაშინ სავაჭრო საგანი უბრალოდ უნდა მოვიშორო”.” – თქვა პევჩიხმა.