ნათელაშვილი იმ დეპუტატთა სიას აქვეყნებს, რომლებმაც პარტიისთვის საარჩევნო კომისიის წართმევას მხარი დაუჭირეს

„ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი იმ დეპუტატთა სიას ასაჯაროებს, რომლებმაც პარტიისთვის საარჩევნო კომისიის წართმევას კენჭისყრაზე მხარი დაუჭირეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, შალვა ნათელაშვილმა, ცოტახნის წინ ბირიფინგი გამართა და იმ დეპუტატების სახელები და გვარები დაფაზე ჩამოწერა, რომლებმაც კომისიის წევრობის ჩამორთმევას მხარი დაუჭირეს. ნათელაშვილმა მათ “სამარცხვინო” დეპუტატები უწოდა.

გუშინ, ნათელაშვილმა, პარტიის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელის, მიშკა ქუმსიშვილის სტატუსი გუშინ გააზიარა, სადაც საუბარი იყო,  იმ ოპოზიციონერ დეპუტატებზე, რომლებმაც „ლეიბორისტული პარტიისთვის საარჩევნო კომისიის წართმევას კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა”.

„ოპოზიციის იმ სამარცხვინო დეპუტატთა სია, რომელმაც ლეიბორისტული პარტიისთვის საარჩევნო კომისიის წართმევას კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა:

გრიგოლ ვაშაძე
გიორგი ვაშაძე
ალეკო ელისაშვილი
ლევან იოსელიანი
იაგო ხვიჩია
ვახტანგ მეგრელიშვილი
ალექსანდრე რაქვიაშვილი
ხათუნა სამნიძე
პაატა მანჯგალაძე
ტარიელ ნაკაიძე
თეონა აქუბარდია

გრცხვენოდეთ! მიდით ახლა და აპრავეთ ეგ თქვენი “ჩაწიკწიკებული” საარჩევნო რეფორმა”, – წერს მიშკა ქუმსიშვილი.