“დიახ, ეს არის ბრძოლა რუსეთსა და ევროპას შორის და არჩევნებზეც ეს ბრძოლა იყო. რუსეთი აქტიურად ჩაერია საქართველოს არჩევნებში, რათა შედეგი მისთვის სასურველი ყოფილიყო და, სხვათა შორის, ამის გაკეთება არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ უცხოელი აგენტების შესახებ კანონი, რომელიც 2023 წელს შემოიტანეს, შემდეგ უკან გაიწვიეს და 2024 წელს ისევ შემოიტანეს.
კობახიძე ემორჩილება ივანიშვილს. მოდის თუ არა პირდაპირი დირექტივები მოსკოვიდან და რა სახით ხდება კომუნიკაცია ჩრდილოეთის მეზობელთან, ამაზე პასუხის გაცემა ჩემთვის რთულია. ერთადერთი ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ფაქტებით, ფაქტები კი ის არის, რომ პრემიერი კობახიძე მიემგზავრება ირანში, სადაც ტერორისტის გვერდით დგას, მიემგზავრება ჩინეთში, რომელსაც გარკვეული სტრატეგიული ობიექტები გადასცეს და ეს შეთანხმებები გამჭვირვალე არ არის. ასე რომ, მათი აფილირებები ძალიან ნათელია. ისევე როგორც ნათელია ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომ მიტრიალდეს რუსეთისკენ, ჩვენ კი არ გვინდა, რომ მეორე ბელარუსი გავხდეთ და სწორედ ამიტომ არის ხალხი ქუჩაში,”
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ბრიტანულ პოდკასტში (Rest Is Politics) სტუმრობისას განაცხადა.