ნათესავმა ქალი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა, დაზიანებები ხელკეტით და ელექტროშოკით მიაყენა – შსს

თბილისში ნათესავის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1981 წელს დაბადებული კაცი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 29 აპრილს, ბრალდებულმა თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ნათესავზე – 1986 წელს დაბადებულ მ.ბ.-ზე ფიზიკურად იძალადა.

თ.ბ.-მ ახალგაზრდა ქალს ხელკეტისა და ელექტროშოკის გამოყენებით სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა” – აცხადებს შსს.