“ნათია თურნავას მალე ვიხილავთ ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე, თუმცა, ახლა, რა თქმა უნდა, წინასწარ ამაზე ვერ ვილაპარაკებთ, თვითონ იტყვის, როცა საჭირო იქნება. ნათია თურნავას სახელს უკავშირდება… მთელ გუნდს, მაგრამ მისი წვლილი ძალიან დიდია წლევანდელ ეკონომიკურ ზრდაშიც და, რა თქმა უნდა, იმ უამრავ პროგრამაში, რომელიც განხორციელდა მისი ხელმძღვანელობით. მარტო მის პერიოდში სახელმწიფო პროგრამებით დაფინანსებულ საწარმოებში 30 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა და მარტო მისი ხელმძღვანელობის დროს 90 000-ზე მეტმა ახალმა აბონენტმა მიიღო გაზი საქართველოში. გაზიფიცირებით საქართველო ამ ბოლო პერიოდში გახდა ერთ-ერთი პირველი ევროპაში”
თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, სოზარ სუბარმა იმედის ეთერში. ცნობისთვის, გუშინ ნათია თურნავამ ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა დატოვა, ის ლევან დავითაშვილმა შეცვალა.