ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში “ცალსახად მიმდინარეობს ეკონომიკური ზრდა”.
“4-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა მარტის თვეში არის იმის დასტური, რომ დაბალანსებული მიდგომა, რასაც ჩვენ ვიჩენთ, არის გამართლებული — ქვეყანაში ცალსახად მიმდინარეობს ეკონომიკური ზრდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ პანდემიის მესამე ტალღის პროცესში ვიმყოფებით და პანდემია არ არის დამარცხებული”,- ამბობს თურნავა .
საქსტატის წინასწარი შეფასებით, მარტში გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 4%-ით გაიზარდა.