შსს-ს ცნობით, “ნამახვანჰესის” საწინააღმდეგო აქციაზე, გუმათში ადმინისტრაციული წესით ერთი პირი დააკავეს.
დღეს საღამოს 50-მდე აქტივისტმა რკინის ბარიკადებისთვის თავის არიდება და ნამახვანისკენ გადასვლა ტყის ბილიკით სცადა. მათ პოლიციელებმა ტყეში მიუსწრეს, ახსნა-განმარტების გარეშე შეაჩერეს და უკან გამოაბრუნეს.
მას შემდეგ გუმათში აღმართულ ბარიკადებთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა რამდენჯერმე მოხდა. ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ბარიკადებზე ახლაც აბრახუნებენ.