“მე ველი ჩვენს საერთო განცხადებას ევროპული პარლამენტიდან, ზოგიერთი წევრის ხელმოწერით, რომლებიც ყურადღებით აკვირდებიან ქართულ პოლიტიკას და ჩვენ გამოვხატავთ ჩვენ აზრს მომხდარ მოვლენებზე. მივდივარ სანქციებამდე, ზოგიერთი პოლიტიკოსის წინააღმდეგ, რადგან ისინი ემუქრებიან საქართველოს უსაფრთხოებას, ქართველი ხალხის მომავალს, ამიტომ, უნდა ვიყოთ ძალიან სერიოზულები. თუ მე ანალოგიას გავყვები, უფრო და უფრო სერბეთს ემსგავსება დღევანდელი საქართველო – როდესაც ერთ რამეს ამბობენ და მეორეს აკეთებენ. ამიტომ, ძალიან საშიში კურსია და პასუხს ვინც აგებს ამაზე, მათ უნდა მოეთხოვოთ პასუხისმგებლობა. არ ვიცი, რა ნაბიჯები იქნება გადადგმული, მაგრამ ნამდვილად რეალობას შეესაბამება, რომ ზოგიერთები სანქციების სიაში მოხვდებიან.
ჩვენ რეზოლუციაში ვსაუბრობთ კონკრეტულად ივანიშვილზე, იმიტომ რომ ის არის თავი და თავი საქართველოში პოლიტიკის წარმოების, მაგრამ კიდევ ვინ, ზუსტად არ ვიცი, შეიძლება გრძელი სია აღმოჩნდეს, შეიძლება მოკლე, მაგრამ გარდა სანქციებისა, მნიშვნელოვანი რამეებიც არსებობს, მაგალითად პოლიტიკოების მოწვევა – არ მოწვევა, შეხვედრა – არ შეხვედრა მათთან, ამიტომაც, ამ ეტაპზე ვიმყოფებით, მაგრამ, რაც შეეხება სანქციებს, ეს მომავლის საკითხია“,
აცხადებს ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი ფორმულასთან ინტერვიუში.