ნამდვილად საინტერესო კანდიდატურაა ზურაბ ჯაფარიძე – ვაშაძე

“საინტერესო კანდიდატურაა ზურაბ ჯაფარიძე”,- ასე ეხმიანება სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ზურა ჯაფარიძის განცხადებას, რომ იგი თანახმაა თბილისის მერის არჩევნებზე ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი იყოს.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა ზურაბ ჯაფარიძეს ჰქონდა სტრატეგია აღმაშენებლის მხარდაჭერის იმედი, ვაშაძე ასე პასუხობს:

“ვნახოთ, ვნახოთ. როგორ გითხრათ, ჯერ არ მისაუბრია პარტიაში ამასთან დაკავშირებით. უნდა ავწონ-დავწონოთ, ყველა კანდიდატი შევაფასოთ, რომელს მეტი მხარდაჭერის აღძვრა შეუძლია და ამის მერე მივიღოთ გადაწყვეტილება. ნამდვილად საინტერესო კანდიდატურაა ზურა ჯაფარიძე, შემიძლია ეს გითხრათ”,- თქვა მან.

ცნობისთვის, გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მერად კენჭისყრას აპირებს, თუმცა უკეთესი იქნება, თუ ის ერთიანი კანდიდატი იქნება.