ჩეჩნეთის ლიდერი უკრაინის სახელმწიფოს ემუქრება. ის ამბობს, რომ უკრაინაში მალე “ნამდვილი სპეცოპერაცია“ იქნება.
საკუთარ ტელეგრამ არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში კადიროვი ამტკიცებს, რომ “ნამდვილი სპეცოპერაცია“ ამ დღეებში დაიწყება.
“ამ დღეებში ნამდვილ სპეცოპერაციას და ნახავთ, ეს შაითანები არა მხოლოდ ქალაქებიდან, არამედ უკრაინიდანაც გაიქცევიან.ასე რომ, ვემზადებით, და გავახარებთ რუსეთის ნამდვილ პატრიოტებს. მტრები კი უნდა ამოწყდნენ.“– ამბობს ჩეჩნეთის ლიდერი.